თეგი: ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა

ცნობილ ქართველ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა. საპატიო ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანში“ გიორგობისთვის ჩვენება გაიმართა.  ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979) ოთარ იოსელიანი 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს. 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.  

ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეოს საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი" (1958),  "აპრილი"(1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე" (1966), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "პასტორალი" (1976), "ბასკთა ქვეყანაში" (1983), "მთვარის რჩეულნი" (1984), "პეპლებზე ნადირობა" (1999), "ყაჩაღები"(1996), "მშვიდობით მწვანე მდელო" (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: "ძველი ქართული სიმღერა" (1969), "თუჯი"(1964), "საპოვნელა" (1959). ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1999 - საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1996 - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი (საუკეთესო რეჟისურისათვის) 1995 - ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია 1993 - რუსეთის დამოუკიდებელი პრემია "ტრიუმფი" 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 1968 - ჟ. სადულის სახელობის პრემია (მხატვრული ფილმისათვის "გიორგობისთვე")